ორგანიზაციის შესახებ

ა(ა)იპ ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ 2010 წელს დაარსდა. ასოციაცია კონსტიტუციური სამართლის დარგის ახალგაზრდა მკვლევართა დამოუკიდებელ გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის მიზანიც კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბაზის ანალიზი, მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ადამიანების უფლებების დაცვაა.

დაარსებიდან დღემდე ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ აქტიურად თანამშრომლობს ქვეყანაში აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებილებებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო სექტორთან და სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფებთან.

წევრები

დავით ვარდოსანიძე

ორგანიზაციის პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.
„ვგეგმავთ, ხაზი გავუსვათ კონსტიტუციის როლს სახელმწიფოს მმართველობაში, ვცდილობთ, ვიყოთ ხალხსა და კონსტიტუციას შორის გადებული ხიდი, რადგან ჩვენი მიზანია, მეტი წარმოდგენა შევუქმნათ მათ სახელმწიფოს უზენაეს კანონზე.“
საკონტაქტო ინფორმაცია:
Datovardosanidze499@gmail.com

კონსტანტინე კოპალიანი

,,ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.
„კონსტიტუციონალიზმის პოპულარიზაცია არის ჩვენი ორგანიზაციის უზენაესი მიზანი სხვა სამოქალაქო აქტივობებთან ერთად. მიმაჩნია , რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს სახელმწიფო მოწყობის სამართალი, ვინაიდან კონსტიტუცია არა მხოლოდ საკანონმდებლო აქტია, არამედ პოლიტიკურ შინაარსსაც ატარებს - ის გაბატონებული პოლიტიკური კურსის ლეგალიზაციის და ლეგიტიმაციის საუკეთესო საშუალებაა. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაებმება ამ პროცესში.“
საკონტაქტო ინფორმაცია:
konstantinekopaliani@gmail.com

თინათინ ობოლაძე

ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.
„ჩემი აზრით, კონსტიტუციონალიზმი სახემწიფოებრიობის მთავარი ნიშანია, მე, როგორც მომავალი კონსტიტუციონალისტი, ვფრიქრობ , რომ ამ სფეროს განვითარებში ჩვენი ასოციაციის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის.“
საკონტაქტო ინფორმაცია:
oboladze.tiko@gmail.com

თამარ რუსეიშვილი

ორგანიზაციის PR მენეჯერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.
„მაღალი სამართლებრივი კულტურის , დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოს ფუნდამენტს კონსტიტუციონალიზმის კომპლექსური კონცეფცია წარმოადგენს. ვფიქრობ, ჩვენი ასოციაცია აბსტრაქტულ იდეებს პრაქტიკულად წარმატებით განახორციელებს, ღირებულსა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში, რომელიც , თავისთავად, განპირობებული იქნება საზოგადოების ჩართულობითა და მონაწილეობით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ruseishvilitamar@gmail.com

ნია ჭავჭანიძე

ორგანიზაციის პრესსამსახურის უფროსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.
„ჩვენი მიზანია საზოგადოების მსოფლმხედელობის გაღრმავება კონსტიტუციონალიზმის შესახებ , რადგან სახელმწიფოსა და საზოგადოების ძირითად კანონსა და მათი ურთიერთობის უმთავრეს განმსაზღვრელ აქტს, სწორედ, კონსტიტუცია წარმოადგენს.“
საკონტაქტო ინფორმაცია:
nia.chavchanidze@gmail.com

თორნიკე მარგველაშვილი

ორგანიზაციის მთავარი მრჩეველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი.
„ჩვენი მიზანია საზოგადოების თითოეული წევრი იყოს ფუნდამენტურად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონსტიტუცია, რადგან ეს ღირებულება არის სახელმწიფო სტრუქტურისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მამოძრავებელი უზენაესი კანონი.“
საკონტაქტო ინფორმაცია:
tornikemargvelashvili1@gmail.com

თორნიკე ცავა

ორგანიზაციის ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
tsava.tornike@gmail.com