სიახლეების არქივი

პროპორციული არჩევნები 2020 - ასოციაციის დასკვნა

3 ოქტომბერი, 2019

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ შეაფასა წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტები; ერთი მხრივ, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული (N07-3/380; 28.06.2019) კონსტიტუციური კანონპროექტი, ხოლო, მეორე მხრივ, საინიციატივო ჯგუფის(ოპოზიციის) მიერ ინიციირებული (N07-3/384; 17.07.2019) კონსტიტუციური კანონპროექტი.

[ იხილეთ სრულად ]

GYCA-ს წევრების წარმატება ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში

3 მარტი, 2019

საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წევრები თინათინ ობოლაძე, თამარ რუსეიშვილი და კონსტანტინე კოპალიანი 14-19 აპრილს, ქ.სტრასბურგში, მონაწილეობას იღებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარადგენს 80-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის გუნდიდან საუკეთესო ოცეულში გადასული გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მათი შემადგენლობით. საკონკურსო წერილობითი ნაშრომის საფუძველზე შერჩეულ ფინალისტებს შორის, საქართველოს გუნდი მე-10 პოზიციას იკავებს რეიტინგით.

[ იხილეთ სრულად ]

სწრაფი ონლაინ სამართლებრივი დახმარება

18 აპრილი, 2018

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია აგრძელებს უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას მოქალაქეებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირისთვის სწრაფი ონლაინ რეჟიმის გამოყენებით. ჩვენი გუნდი მზად არის დაიცვას თქვენი სამართლებრივი ინტერესები და გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია. მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე კვირის ნებისმიერ დღეს, დროის ნებისმიერ შუალედში.

[ იხილეთ სრულად ]

სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი შესრულდა

27 სექტემბერი, 2017

დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში აცოცხლებს უდიდეს ტკივილს. ეს იყო ძმათამკვლელი ომი, უდიდესი მსხვერპლითა და ოკუპირებული ტერიტორიებით. ასობით ათასი ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, მათი დანაკლისი ყველა ქართველის დანაკლისია. კონფლიქტის მოგვარება, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ორივე მხარეს მოუტანს განვითარებას, წინსვლას და მშვიდობას. სწორედ ეს მიზანი აერთიანებდა, აერთიანებს და გააერთიანებს ქართველ ხალხს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი და ჩართულობა ამ პროცესში, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის ვალდებულება, რაც ქვეყნის წინაშე გვაქვს აღებული. კონფლიქტის მოგვარება არის სამოქალაქო აქტივიზმის და ერთიანი იდეის შედეგი. ჩვენ, ახალგაზრდებმა უნდა ავირჩიოთ მოლაპარაკების სწორი გზა და ფორმა, ურთიერთობის ყველაზე მისაღები და ადაპტირებული ენა. საერთაშორისო პოლიტიკური ფონის გარდა ძმათაშორისი ურთიერთობის აღდგენის საშუალება სწორედ ახალგაზრდობის აქტიურობაა!

[ იხილეთ სრულად ]