GYCA-ს წევრების წარმატება ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში

3 მარტი, 2019

  • საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის წევრები თინათინ ობოლაძე, თამარ რუსეიშვილი და კონსტანტინე კოპალიანი 14-19 აპრილს, ქ.სტრასბურგში, მონაწილეობას იღებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში.
  • რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარადგენს 80-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის გუნდიდან საუკეთესო ოცეულში გადასული გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მათი შემადგენლობით. 
  • საკონკურსო წერილობითი ნაშრომის საფუძველზე შერჩეულ ფინალისტებს შორის, საქართველოს გუნდი მე-10 პოზიციას იკავებს რეიტინგით.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ ზეპირ რაუნდებზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში!

ფოტო და ვიდეო მასალა

კომენტარები