საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში გაჩნდება ცალკე ჩანაწერი სპორტის შესახებ!

23 ივნისი, 2017

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში გაჩნდება ცალკე ჩანაწერი სპორტის შესახებ!

????სპორტის შესახებ ჩანაწერის გაჩენაზე საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტისა და ექსპერტების მუშაობა წარმატებით დასრულდა, მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შემუშავებული ფორმულირების დახვეწისათვის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც გაიზიარა და ჩაერთო ამ პროცესში.

????ჩვენი ასოციაციის აზრით სპორტის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ქვეყნის ეკონომიკური და ჯანდაცვის სფეროების განვითარებასთან, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის თითოეული ადამიანის უფლება.

????????კონსტიტუციის პროექტში სპორტის შესახებ ჩანაწერი, მეორე მოსმენისთვის, მე-5 მუხლში - „სოციალური სახელმწიფო“, ფიქსირდება ცალკე მე-6 პუნქტად შემდეგი ფორმულირებით:
„სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბაშვებისა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე“.

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/GycaGe/videos/1596191603748437/

კომენტარები