სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი შესრულდა

27 სექტემბერი, 2017

დღეს 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში აცოცხლებს უდიდეს ტკივილს.
ეს იყო ძმათამკვლელი ომი, უდიდესი მსხვერპლითა და ოკუპირებული ტერიტორიებით. ასობით ათასი ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა.
საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, მათი დანაკლისი ყველა ქართველის დანაკლისია. 
კონფლიქტის მოგვარება, ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ორივე მხარეს მოუტანს განვითარებას, წინსვლას და მშვიდობას. სწორედ ეს მიზანი აერთიანებდა, აერთიანებს და გააერთიანებს ქართველ ხალხს.
მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი და ჩართულობა ამ პროცესში, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის ვალდებულება, რაც ქვეყნის წინაშე გვაქვს აღებული. კონფლიქტის მოგვარება არის სამოქალაქო აქტივიზმის და ერთიანი იდეის შედეგი. 
ჩვენ, ახალგაზრდებმა უნდა ავირჩიოთ მოლაპარაკების სწორი გზა და ფორმა, ურთიერთობის ყველაზე მისაღები და ადაპტირებული ენა. 
საერთაშორისო პოლიტიკური ფონის გარდა ძმათაშორისი ურთიერთობის აღდგენის საშუალება სწორედ ახალგაზრდობის აქტიურობაა! 
#შემოგვიერთდი#ჩვენგვახსოვს!

ფოტო და ვიდეო მასალა

კომენტარები