პროექტები

სტაბილური კონსტიტუცია - ახალგაზრდული არჩევანი

პროექტი ხორციელდება "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" საგრანტო კონკურსის ფარგლებსი და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები ქვეყანაშ მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართვას. პროექტის პირველ ეტაპზე, ტრენინგ-სემინარების მეშვეობით მოხდება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება კონსტიტუციონალიზმის არსთან და სამართლის ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით. მეორე ეტაპზე, რეგიონებიდან წარმოდგენილი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი უშუალოდ ჩაერთვება საკონსტიტუციო რეფორმაში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრების მეშვეობით.

უმაღლესი განათლების პოლიტიკა - სტუდენტური ხედვა

პროექტი „უმაღლესი განათლების პოლიტიკა - სტუდენტური ხედვა“ ემსახურება წლების მანძილზე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ჩამოყალიბებული პრობლემების აღმოფხვრას. პროექტის უმნიშვნელოვანესი მიზანია სტუდენტების, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართვა უმაღლესი განათლების პოლიტიკის შემუშავებაში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია საჯარო დისკუსიის წამოწყება და თვისებრივი კვლევის განცხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებებზე განხილული იქნება საუნივერსიტეტო განათლების ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული სტატუსი; საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა; მმართველობის დეცენტრალიზაცია; აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა ქართულ საგანამანთლებლო სივრცეში და ა.შ. პროექტის ფინალურ ეტაპზე მოხდება საჯარო დისკუსიებსა და თვისებრივი კვლევის შედეგების შეჯამება, რომლის საფუძველზეც მომზადდება სარეკომენდაციო დოკუმენტი. ზემოხსენებული დოკუმენტი წარედგინება როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა და დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით. პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფარგლებში.

პროექტი -- “უმაღლესი განათლების პოლიტიკა - სტუდენტური ხედვა”-- ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის -- „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ვებგვერდი არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.


პუბლიკაცია: უმაღლესი განათლების პოლიტიკა - სტუდენტური ხედვა

ახალგაზრდები კონსტიტუციური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება კონსტიტუციური რეფორმის მიმართ და მათი ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა, აგრეთვე, გამოვლენილი ინიციატივების ადვოკატირება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ აიმაღლონ ცნობიერება კონსტიტუციონალიზმში დამკვიდრებული პრინციპებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტების შესახებ. ფინალურ ეტაპზე, პროექტში მონაწილე ახალგაზრდების მიერ დაფიქსირებული მოსაზრებების ანალიზისა და აკუმულირების შედეგად, მომზადდება სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც წარედგინება სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო სექტორს და სხვა დაინტერესებულ პირებს.


პუბლიკაცია: ახალგაზრდები კონსტიტუციური ცვლილებებისთვის